logo_geo
eng_logo
სირიაში საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმებს 8 ადამიანი ემსხვერპლა
- +

2 ივნისი. 2018. 13:09

 

 

საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც სათავეში შეერთებული შტატები უდგას, სირიაში ავიადარტყმა განახორციელა, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა.

 

რვავე ადამიანი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ და პროვინცია ელ-ჰასაქაში, სოფელ დიბ-ჰადაჯში ცხოვრობდნენ.

 

სირიული მედიასაშუალებები აცხადებდნენ, რომ საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმების შედეგად სოფელ ელ-ფადილში 25 ადამიანი დაიღუპა. ასევე სირიული მედიასაშუალებები ორი დღის შემდეგ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ელ-ჰასაქას სოფელში 17 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ ავიადარტყმებს.

 

საერთაშორისო კოალიცია აღიარებს, რომ 2014 წლის აგვისტოში ოპერაცია „ურყევი სიმტკიცის“ დაწყებიდან სირიაში 892 მშვიდობიანი მოსახლეა დაღუპული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner