ტყიბულში, ღია მოპოვების ქვანახშირის კარიერზე ორი მუშის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულში, ღია მოპოვების კარიერზე დილით ორი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ჯალაღონიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კარიერზე მოხდა, რომელიც ინდმეწარმეს აქვს აღებული იჯარით.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში მოხდა ორი მუშის დაღუპვა.