logo_geo
eng_logo
93 მილიონი ევრო - „ბაიერნის“ დამამშვიდებელი პრიზი
- +

4 მაისი. 2016. 17:35


მიუნხენის „ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას ნახევარფინალურ ეტაპზე, მადრიდის „ატლეტიკოსთან" ბრძოლისას გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, გერმანელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე წელსაც საკმაოდ ბევრი გამოიმუშავეს. „ბაიერნი" უეფა-სგან ბონუსის სახით 38 მილიონ ევროს მიიღებს: 12 მილიონი მონაწილეობისთვის, 7,5 მლნ - ჯგუფიდან გასვლისთვის, 5,5 მლნ - ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისთვის, 13 მლნ - პლეი-ოფის სტადიებისთვის.


გარდა ამისა, „ბაიერნმა" 6 საშინაო მატჩი ჩაატარა, რომლებზეც დასასწრები ბილეთებიდან დაახლოებით 30 მლნ ევრო გამოიმუშავა. სატელევიზიო ტრანსლაციებისგან შემოსავალმა 25 მლნ ევროს მიაღწია. ამგვარად, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულმა 12 მატჩმა გერმანელები 93 მილიონი ევროთი გაამდიდრა.


იმ შემთხვევაში, თუ „ბაიერნი" ფინალში გავიდოდა, ავტომატურად კიდევ 10,5 მლნ ევროს მიიღებდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner