logo_geo
eng_logo
შსს-ში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს
- +

2 ივნისი. 2018. 14:15

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.

 

მოწმეები საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ 1 ივნისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.

 

მანამდე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდება.

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner