logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: ერთს ვიტყვი განსაკუთრებულად „გულჩვილებისთვის“...
- +

2 ივნისი. 2018. 15:30

 

 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთს ვიტყვი განსაკუთრებულად „გულჩვილებისთვის“

კუპრავას რომ შევეშვათ, ის „სტუდენტები“, ტრიბუნაზე კომენდანტების როლი რომ აქვთ შეთავსებული და თუ ვინმე არარევოლუციონერი შეეპარათ მიკროფონთან, ყველას რომ სუს-ის აგენტებს უწოდებენ!

შვილმკვდარი მშობლების სასამართლოებზე უნდა გენახათ, რა სიტყვებს უწოდებდნენ შვილმოკლულ მშობლებს და როგორ ემუქრებოდნენ დანარჩენი ოჯახის წევრების დახოცვითაც... არ გინახავთ, ხომ? რომ გენახათ, ერთხელ მაინც უნდა მოსულიყავით ვაზაგაშვილების (2 მკვლელობა), რობაქიძისა თუ გამცემლიძის სასამართლოზე... მარა სად გეცალათ, ეს ოჯახები ხომ რევოლუციით არ იმუქრებოდნენ და სკამებსაც არ ანაწილებდნენ მომავალ მთავრობაში“, - წერს თოფურია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner