შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით,1992 წელს დაბადებული გ. ჩ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 27 მაისს, ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, 1985 წელს დაბადებულ ი. ა.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს. სამართალდამცველებმა გ. ჩ. ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.