logo_geo
eng_logo
კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს წევრი გახდა
- +

4 მაისი. 2016. 17:46


ბუდაპეშტში გამართულ უეფა-ს კონგრესზე კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ორგანიზაციაში ახალ წევრად მიიღეს. კოსოვოს წევრობას ხმა 28 დელეგატმა დაუჭირა, 24 კი წინააღმდეგი იყო. 2 ბიულეტენი გაბათილდა. შედეგად, კოსოვო უეფა-ს 55-ე წევრი გახდა.


„ეს ისტორიული დღეა, რადგან ევროპულ საფეხბურთო ოჯახს შევუერთდით. ფეხბურთი ჩვენს ერებს შერიგების საშუალებას მისცემს. საფეხბურთო ოჯახში სწორედ ამ პოზიციით შევედით", - განაცხადა კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფადელ ვოკრიმ.


აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, კოსოვოს ფიფა-ში შესვლა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში მონაწილეობა შეუძლია. ამ საკითხს ფიფა-ს სხდომაზე 12-13 მაისს განიხილავენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner