logo_geo
eng_logo
ტყიბულში, შახტში ორი მუშის დაღუპვის ადგილზე შრომის ინსპექტორები მუშაობენ
- +

2 ივნისი. 2018. 18:36

 

 

ტყიბულში, შახტში ორი მუშის დაღუპვის ადგილზე შრომის ინსპექტორები მუშაობენ. ისინი ვითარებას შეისწავლიან და დასკვნას მოამზადებენ.

 

„ჩვენ დავათვალიერებთ შემთხვევის ადგილს, შევხვდებით დასაქმებულებს, დამქირავებელს და კომპლექსურად შევისწავლით საკითხს“, – განაცხადა პირველ არხთან შრომის ინსპექტორმა ირაკლი იობიძემ.

 

შეგახსენებთ, ტყიბულში კერძო კომპანიის მფლობელობაში არსებულ შახტში დღეს, გამთენიისას ორი მუშა დაიღუპა.

 

27 და 59 წლის მეშახტეების დაღუპვის მიზეზი, წინასწარი ვერსიით, ჟანგბადის უკმარისობა გახდა.

 

პროფკავშირების ინფორმაციით, უბედური შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner