ტყიბულში, შახტში ორი მუშის დაღუპვის ადგილზე შრომის ინსპექტორები მუშაობენ. ისინი ვითარებას შეისწავლიან და დასკვნას მოამზადებენ.
„ჩვენ დავათვალიერებთ შემთხვევის ადგილს, შევხვდებით დასაქმებულებს, დამქირავებელს და კომპლექსურად შევისწავლით საკითხს“, – განაცხადა პირველ არხთან შრომის ინსპექტორმა ირაკლი იობიძემ.
შეგახსენებთ, ტყიბულში კერძო კომპანიის მფლობელობაში არსებულ შახტში დღეს, გამთენიისას ორი მუშა დაიღუპა.
27 და 59 წლის მეშახტეების დაღუპვის მიზეზი, წინასწარი ვერსიით, ჟანგბადის უკმარისობა გახდა.
პროფკავშირების ინფორმაციით, უბედური შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.