რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს. იგი უცენზურო სიტყვებს იყენებდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რა დროსაც ის პოლიციამ აიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც ტერიტორიაზე უსაფრთხოებას აკონტროლებენ.