logo_geo
eng_logo
ზაზა სარალიძე: ან თავს შევაკლავ, ან სიმართლე იზეიმებს!
- +

2 ივნისი. 2018. 20:53

 

 

„ხალხი დამიდგება გვერდით თუ არა სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა.

 

როგორც  გადაცემაში საუბრისას ზაზა სარალიძემ აღნიშნა, მისი ინტერესის სფერო არ არის პოლიტიკა და გაუგებარია რატომ აპოლიტიზირებენ ვითარებას.

 

„რატომ მიპოლიტიზირებენ ამ სიტუაციას ვერ ვხვდები. ჩემი ინტერესის სფერო არ არის პოლიტიკა. არ მაინტერესებს არც წინამორბედი, არც ახლანდელი და არც მომავალი მთავრობა.

 

ჩემი შვილის მკვლელების გამოაშკარავება არ იყო მკაცრად განსაზღვრული? ესენი თუ არიან არასრულწლოვნები, ჩემი შვილი არ იყო არასრულწლოვანი? მე პირადად უკან დახევას არ ვაპირებ. ხალხი დამიდგება გვერდით თუ არა, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ. მე უკან არ დავიხევ, გამორიცხულია. ან თავს შევაკლავ ან სიმართლე  იზეიმებს. მაგათი კონსტიტუცია მე არ მაინტერესებს, კანონით გადამიარეს და კანონით შეურაცხყვეს ჩემი შვილის სული. მე არ მივცემ მაგათ ამის უფლებას. რა კონსტიტუციაზე მელაპარაკებიან? რომელ კანონზე მელაპარაკებიან, კანონზე, რომელიც მე არ მიცავს და ჩემს შვილს არ იცავს. მინდა, მივმართო  საზოგადოებას. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია, მთავრობის წარმომადგენელია თუ ვინც არის, ყველა დამიდგეს ამ უთანასწორო ბრძოლაში გვერდით, რათა ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ რომ დაინგრეს. არა იმიტომ რომ დღეს ჩემი შვილია მკვდარი, არამედ იმიტომ, რომ ხვალ სხვისი შვილი არ მოკვდეს. ამ სისტემამ გადაწყვიტა ქართველი ერის განადგურება“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner