logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბორცვაძე: მოზარდების მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი...
- +

2 ივნისი. 2018. 23:25

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება.

 

„ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მოწმეები გარკვეული დოზით გვაწვდიან ინფორმაციას და გარკვეული მიმართულებით იკვეთება ახალი გარემოებები.

 

 

ჩვენთვის ცნობილი გახდა ახალი დეტალები და დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ეს დამოკიდებულია დროსა და საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელთაც უახლოეს მომავალში განვახორციელებთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

ამასთან, როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, გამოძიების მიმდინარეობისას დაიკითხება ყველა მოწმე, ვის დაკითხვასაც შსს საჭიროდ ჩათვლის.

 

„ვფიქრობ, მხოლოდ მოწმეების დაკითხვაზე არ ვართ დამოკიდებული, მაგრამ ამ საქმეზე უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანებისა და მოწმეების ჩვენება, ვინც გარკვეული დოზით ინფორმაციას ფლობს ამ საზარელ მკვლელობაზე“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner