logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბორცვაძე: მირზა სუბელიანთან გვქონდა კითხვები და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგვიჩნდება
- +

2 ივნისი. 2018. 23:46

 

 

„მირზა სუბელიანთან გვქონდა კითხვები და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგვიჩნდება“, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ პირველი არხის ეთერში მირზა სუბელიანის შესაძლო დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

 

ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ ვისი დაკავება იგეგმება, ამის შესახებ წინასწარ პროგნოზს ვერ გააკეთებს.

 

„მე წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, თუ ვისი დაკავება იგეგმება, მაგრამ კითხვები რა თქმა უნდა გვქონდა ამ პიროვნებასთან, მომავალშიც გაგვიჩნდება, დარწმუნებული ვარ. ჩვენ დავკითხავთ ყველა ადამიანს, ვისზეც მივიჩნევთ, რომ ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას და თუ მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, შევაგროვებთ სათანადო მტკიცებულებებს კონკრეტული პირის მიმართ, დავაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ბრალდების წარსადგენად, გარანტიას გაძლევთ, ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დავუდასტურებთ, რომ დანაშაული ჩაიდინა, დავიწყებთ სისხლისსამართვლებრივ დევნას“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

 

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ დაკითხეს. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner