თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ჯაბა ჯიშკარიანი მოზარდების საქმეზე რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სახეზეა ერთგული მონების ერთობა ლოზუნგით „მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას...“!
ზონდერმა კუპრავამ გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია მიშას მანქურთების, მოღალატე ქარდავას ოფისში... ვაი, თქვენს პატრონს“, - წერს ჯიშკარიანი.