logo_geo
eng_logo
საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა აპრილში რეკორდულად გაიზარდა
- +

4 მაისი. 2016. 18:33


„საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა აპრილში რეკორდულად გაიზარდა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც მედიის წინაშე 2016 წელს ტურიზმის სექტორში არსებული ვითარება შეაფასა. მისი განცხადებით,  2016 წლის აპრილში საქართველოს 462 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.


ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2016 წლის აპრილის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების/ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 171 235 შეადგინა. ეს მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20% პროცენტით არის გაზრდილი.


 საერთაშორისო მოგზაურების ზრდა ასევე დაფიქსირდა 4 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 1 596 916, ზრდამ კი 15.4% შეადგინა. ასევე გაიზარდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობაც (578 100), რაც 17%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უცხოური ტურიზმიდან 2015 წლის ჯამურმა შემოსავალმა საქართველოში შეადგინა 1.94 მილიარდი დოლარი,  რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე 8.3 პროცენტით მეტია, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით 6.7% შეადგინა.


2016 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+17,6%), სომხეთიდან (+8,7%), რუსეთიდან (+26,7%) და უკრაინიდან (+25,9%) განხორციელდა.


პოზიტიური ტენდენციაა შენარჩუნებული ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით - იანვარ-აპრილშიც გამორჩეულია იტალია ( +26%,) ლატვია (+25%) და საფრანგეთი (+14%).


 შუა აზიის ქვეყნები:  ყაზახეთი (+29%) და უზბეკეთი (+64%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (+36%) და მოლდოვა (+36%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (+106%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 141%-იანი მატებით.


ვიცე-პრემიერი ასევე შეეხო სამთავრობო პროექტს „Check in Georgia", რომელიც მოიცავს მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მთელი საქართველოს მასშტაბით. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას საქართველოში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner