logo_geo
eng_logo
ბაია ამაშუკელი: „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ფაშისტური რეჟიმი, უნდა აიკრძალოს!
- +

3 ივნისი. 2018. 12:50

 

„ბოლოს და ბოლოს, ხომ არ დადგა დრო ერთი „ანტინაციონალური აქციის“ გამოცხადებისა და იმ ხალხის შეკრებისა, ვინც 9 წელი მაგათ სადისტურ რეჟიმს ვებრძოდით და სწორედ მათგან სასიკვდილოდ გამეტებული ახალგაზრდების მკვლელობას ვაპროტესტებდით?!“, - ამის შესახებ პუბლიცისტი ბაია ამაშუკელი სოციალურ ქსელში წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არ შეჭამეს ტვინი, ჯერ 9 წელი და ახლა კიდევ მერამდენე წელია?!

 

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც სადისტური, ანტიადამიანური, ანტიეროვნული და ფაშისტური რეჟიმი უნდა აიკრძალოს!!!

 

არა თუ საკანონმდებლო ორგანოში - „მთავარ ოპოზიციურ ძალად“, არამედ - ციხეში უნდა ისხნენ!

 

სასურველია, აქცია დასვენების დღეებში დაიგეგმოს და მას არც ერთი პოლიტიკური ძალა არ გაეკაროს ახლოს!

 

აქციაზეც „ნაციონალების“ მიერ სადისტურად მოკლული ადმიანების ფოტოებით უნდა გავიდეთ, რომლებსაც აუცილებლად დაემატება 2008 წლის აგვისტოში, „ნაციონალებისგან“ უპატრონოდ დაყრილი და დაღუპული რეზერვისტების ფოტოებიც!!!“ - წერს ბაია ამაშუკელი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner