logo_geo
eng_logo
შსს: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნების გამოკითხვა დღესაც გრძელდება
- +

3 ივნისი. 2018. 13:32

 

 

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვნების გამოკითხვა დღესაც გრძელდება“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

 

გუშინ შსს-ში 5 არასრულწლოვანი და ერთი პედაგოგი გამოიკითხა. უწყების კითხვებს ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ. მედიასთან ისინი დეტალებზე არ საუბრობდნენ, რადგან აცხადებენ, რომ გაუთქმელობის შესახებ პირობა აქვთ დადებული.

 

ადვოკატების თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი კითხვა, მათ შორის ერთ–ერთია ვინმეს მხრიდან არასრულწლოვნებზე ხომ არ მომხდარა ზეწოლა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები შესაძლებელია კიდევ ერთხელ დაიბარონ უწყებაში.

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner