სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ილია მეორემ სხვა გარდაცვლილთა შორის ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდები მოიხსენია. პატრიარქმა ასევე ტრადიციულად დალოცა გვარები და მრევლი.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლები გუშინ საპატრიარქოში მიიღო.