logo_geo
eng_logo
ზიდანი: წამების 90 წუთი გველის!
- +

4 მაისი. 2016. 18:57


ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის „რეალი" „სანტიაგო ბერნაბეუზე", თბილისის დროით 22:45 საათზე, „მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ინგლისში ფრედ - 0:0 დასრულდა. დღევანდელი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა „სამეფო კლუბის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა. ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ რონალდუმ ტრავმა მოიშუშა და დღევანდელი შეხვედრისთვის მზადაა.


„რონალდუ 100%-ით მზადაა. არანაირი რისკი არ არის, ის უკვე ვარჯიშობს. ბოლო კვირაში კრიშტიანუმ ფორმა აღიდგინა. იგი საკუთარ ჯანმრთელობას მუდამ კონტროლის ქვეშ ამყოფებს და სწრაფად ახერხებს ძალების აღდგენას.

რაც შეეხება შეხვედრას, თუ ამ ბარიერს ვერ გადავლახავთ, ეს კატასტროფა იქნება. განმეორებითი შეხვედრა რთული იქნება, რადგან იგი გადამწყვეტია. „მანჩესტერ სიტის" ბრწყინვალე მოთამაშეები ჰყავს, განსაკუთრებით თავდასხმაში, მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ.

მომავალი დაპირისპირება, არა მგონია, ისეთი გამოდგეს, როგორიც „ვოლფსბურგთან" განმეორებითი მატჩი იყო. გუნდს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ 2-3 გოლს 15 წუთში გაიტანს. ეს განსხვავებული დაპირისპირება იქნება, რომელშიც წამების 90 წუთი გველის. გაწონასწორებულობა და მოთმინება გვმართებს.

გუნდმა შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. ვიცით, რომ რთული მეტოქე გვეყოლება, რომელიც ბევრ პრობლემას შეგვიქმნის. „სიტის" საკვანძო ფეხბურთელის - სერხიო აგუეროს შესაჩერებლად განსაკუთრებული გეგმა არ გაგვაჩნია", - განაცხადა ზიდანმა.


მადრიდის „რეალსა" და „მანჩესტერ სიტის" შორის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალში მადრიდის „ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 მაისს, მილანის სტადიონ „სან სიროზე", თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner