logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: სამართალდამცავი სტრუქტურები ვალდებულნი არიან გაესაუბრონ!
- +

3 ივნისი. 2018. 18:26

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, მაჩალიკაშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადების ირგვლივ გამოკითხონ.

 

 

„ბევრჯერ გამოვხატე მალხაზ მაჩალიკაშვილთან მიმართებაში ჩემი დამოკიდებულება, რომ ხშირად, ბევრ პოლიტიკოსსა თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებზე მეტი პასუხისმგებლობის მქონე განცხადებები გაუკეთებია. მესმის მისი ემოციების და ტკივილის. მჯერა, რომ ეს განცხადებაც და მისი ფიქრებიც სწორედ აქედან გამომდინარე იყო. მაგრამ არსებობს კანონი და თავის აფეთქება სახელმწიფო დაწესებულებაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ტერაქტად კვალიფიცირდება, ხოლო მსჯელობები ამ საკითზე - ტერაქტის დაგეგმვად. ალბათ, მან ეს ყველაფერი არ გაიაზრა. მითუმეტეს, როცა მიტინგზე განაცხადა, სადაც ბავშვები, ახალგაზრდები და საერთოდ, ასობით ადამიანი იდგა. სუს-შიც უამრავი ადამიანი მსახურობს, ჯარისკაცები, ქალები, ადამიანები, რომლებსაც დანაშაული არაფერში მიუძღვით. სოციალურ ქსელში ამ განცხადებამ უარყოფითი რეაქციები გამოიწვია. ხომ შეიძლება დღეს გადაიფიქროს და ხვალ არაო? ზოგი გამწარებას მიაწერს, ზოგიც საკმაოდ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს. აი, ასეთი შეფასებებია, საინტერესო ისაა, რომ გვერდით მდგომნი არ ეუბნებიან თუ რას ნიშნავს ეს განცხადება, რაც მაფიქრებინებს, რომ არავის ადარდებს მისი ბედი. სამართალდამცავი სტრუქტურები ვალდებულნი არიან გაესაუბრონ, რადგან საჯარო განცხადება გაკეთდა“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა: „რამდენიმე ადამიანთან ერთად სუს-ში თავის აფეთქება მქონდა გადაწყვეტილი“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner