logo_geo
eng_logo
კახა კოჟორიძე: უზენაესი სასამართლოს კანდიდატებით პრეზიდენტი არასოდეს ვაჭრობს!
- +

4 მაისი. 2016. 21:16


საქართველოს პრეზიდენტის პრინციპული პოზიციაა, რომ პოლიტიკური კონსულტაციები და კულუარული შეთანხმებები უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით არ გაიმართება", - აღნიშნული კომენტარი დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ გააკეთა.


კახა კოჟორიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლო უნდა იყოს არბიტრი და შესაბამისად, ის პოლიტიკაში არ უნდა ჩაერთოს.  ამიტომ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ უზენაესი სასამართლოს კანდიდატებზე შეთანხმება არ უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის, თუ  კულუარული, პოლიტიკური შეთანხმებების და კონსულტაციების საგანი.

 

ჩემთვის მართლაც გაუგებარია, უმრავლესობის წარმომადგენლების მოთხოვნა კანდიდატურებზე კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით. გაუგებარია იმიტომ, რომ კანდიდატები პრეზიდენტის მიერ უკვე დასახელებულია და მეორე, იმიტომ რომ, ამ კანდიდატთან დაკავშირებით პარლამენტში, საკომიტეტო განხილვები უკვე დასრულებულია", - განაცხადა კახა კოჟორიძემ


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner