logo_geo
eng_logo
რუსთაველზე გზის გადაკეტვის მცდელობისას სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
- +

3 ივნისი. 2018. 20:47

 

 

სამართალდამცველთა წინააღმდეგობის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. ორგანიზატორთა განცხადებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა საკმარისია გზის გადასაკეტად.

 

სამართალდამცველთა განმარტებით კი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ჩასატარებლად საკმარისი ადგილია. მიუხედავად სამართალდამცველთა წინააღმდეგობისა, აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად ჯერ ნაწილი, ხოლო მოგვიანებით რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტეს.

 

არსებული ინფორმაციით, გზის გადაკეტვის მცდელობისას სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner