არასრულწლოვან ლაშა კუჭაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 156-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიების ფარგლებში უწყებაში დაბარებულია მოქალაქე დათო ხარშილაძე. გამომძიებლები ხარშილაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ელოდებიან.
ვაკის პარკში მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილის, შალვა კუჭაშვილის განცხადებით, მას დათო ხარშილაძემ მუქარის შემცველი გზავნილები გაუგზავნა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. კუჭაშვილი თავდაპირველად პარლამენტთან მიმდინარე აქციაში მონაწილეობდა, შემდეგ კი იმ აქციას გამოეყო. იგი მასზე ზეწოლას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს. კუჭაშვილმა სამართალდამცველ უწყებებს მედიის მეშვეობით მიმართა.