logo_geo
eng_logo
რა თანხებს უხდიდა მერია დედაქალაქის ბიუჯეტიდან „იმედს“ პიარისთვის?
- +

4 მაისი. 2016. 21:21


როგორი იყო გიგი უგულავას და როგორია დავით ნარმანიას პიარ-პოლიტიკა. რა თანხები გაიცემოდა მაშინ და რა თანხები მიდის ახლა დედაქალაქის ბიუჯეტიდან სხვადასხვა PR მომსახურებისთვის.


ამ თემით „პრაიმტაიმნიუსი" დაინტერესდა და მერიიდან შესაბამისი დოკუმენტები გამოითხოვა. იმდენად, რამდენადაც მასალა საკმაოდ დიდია, ჩვენ მას რამდენიმე ნაწილად დავყოფთ.


ამჯერად გაგაცნობთ იმ დოკუმენტებს, რომელიც გიგი უგულავას დროს მერიამ ტელეკომპანია „იმედთან" გააფორმა. მასალა 2008-2010 წლებს მოიცავს.


როგორც ირკვევა, პირველი ასეთი ხელშეკრულება „იმედთან" ბადრი პატარკაციშვილის შემდეგ დაიდო. ამ დროს ტელეკომპანიას უკვე მაშინდელი ხელისუფლება აკონტროლებდა.


ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 2018 წლის 15 სექტემბრით თარიღდება, „იმედი" ამზადებდა საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემა „ქრონიკა თბილისს". სპეციალური გადაცემა თბილისურ ამბებზე იყო აწყობილი და ის, შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე გადაიცემოდა ეთერით. გადაცემა დღეში ორჯერ გადიოდა: დილით 7-10 წუთიანი სიუჟეტი, საღამოს - 10-12 წუთიანი.


ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურება ტელეკომპანიას 2008 წლის პირველი ოქტომბრიდან უნდა დაეწყო და  ამავე წლის 26 დეკემბრის ჩათვლით სულ 126 გადაცემა უნდა მოემზადებინა.

ხელშეკრულების მიხედვით, ამ სამთვიან მომსახურებაში მერიამ დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მილიონზე მეტი თანხა გადაიხადა. ერთი გადაცემის ფასი 33 500 ლარით განისაზღვრა.


ტელეკომპანია „იმედმა" საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემის „ქრონიკა თბილისის" მომზადებაში სულ 4 მილიონ 221 ათასი ლარი მიიღო. თითო გადაცემის ღირებულებამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 33 500 ლარი შეადგინა. ეს მხოლოდ სამ თვეში.


პროექტი 2009 წელსაც გაგრძელდა. მხოლოდ მარტის მონაცემებით, ტელეკომპანიამ მერიის დაკვეთით ეთერში 12 გადაცემა გაუშვა, რომლის საერთო ღირებულებამ 428 568 ლარი იყო. თითოეული გადაცემის ფასმა 35  714 ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით, გამოდის, პროექტი თითქმის სამი ათასით გაძვირდა.


2009 წელს, უკვე აპრილში, მერიამ „ქრონიკა თბილისის" პროექტში 678 566 ლარი გადაიხადა. ეთერში 19 გადაცემა გავიდა. თითოეული გადაცემის მომზადებაში „იმედმა" 35 714 ლარი აიღო.


2009 წლის ივნისში 22 გადაცემა მომზადდა, საერთო ღირებულებით 785 708 ლარი. ივლისში 7 გადაცემაში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 249 998 ლარი ტელეკომპანიის ანგარიშზე გადაირიცხა. აგვისტოში 4 გადაცემის ღირებულებად 142 856 ლარი განისაზღვრა. სექტემბერში თბილისის ამბები ეთერში 12-ჯერ გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 428 568 ლარი შეადგინა.


პროექტი 2010 წელსაც გაგრძელდა. „იმედმა" 10 გადაცემაში 357 140 ლარი მიიღო; თებერვალში - 17 გადაცემაში 607 138 ლარი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner