logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: დიმიტრი ქუმსიშვილი გლადიატორივით იბრძოდა!
- +

4 მაისი. 2016. 22:15


ორგანიზაცია „ძლიერი ქალი- ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი, ლალი მოროშკინა მიიჩნევს, რომ გუშინ, გადაცემა „არჩევანში" ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გამოსვლა „ნიჭიერების ზეიმი" იყო.

 

„რასაც არ უნდა ვაკეთებდე მე ჟურნალისტად დავრჩები ყოველთვის, შესაბამისად, არასდროს და არავის ჩემგან არ გაუგია რომელიმე ჟურნალისტზე აუგი მეთქვას.  

 

გუშინ მოხდა დაპირისპირება. დიმიტრი ქუმსიშვილი გუშინ გლადიატორივით იბრძოდა. მე დავინახე, როგორ შეიძლება მოწოდების სიმაღლეზე იდგეს მინისტრი, როგორ შეიძლება ციფრებით საუბრობდეს, სიმართლეს ამტკიცებდეს.

 

გუშინ  ბატონმა დიმიტრიმ გვიჩვენა ნიჭიერებისა და პროფესიონალიზმის მაგალითი და ჩემდა სამწუხაროდ, ის გათიშეს ეთერიდან."- ასე შეაფასა ლალი მოროშკინამ დიმიტრი ქუმსიშვილის გუშინდელი ეთერი.  



 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner