„ელიტის არჩევანი არ კმარა, რომ გაამართლო მათი სურვილი", - როგორ აფასებს პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლას დიმიტრი ლორთქიფანიძე?
ამის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიძემ გადაცემა „პრიორიტეტში" ისაუბრა.
„საზოგადოებამ მოისმინა ხათუნა ლაგაზიძის კომენტარი ამ მოსაზრებაზე, რომელსაც, ვფიქრობ, აქვს სამართლებრივი საფუძველი, ვინც არ უნდა იყოს, მათ შორის აშშის პოლიტიკური ელიტა, ელიტის არჩევანი არ კმარა იმისთვის, რომ გაამართლო მათი სურვილი, ჩაერთო შენ პოლიტიკაში და გაზომილ იქნე არარსებული პოლიტიკური რეიტინგების დონეზე მაშინ, როდესაც ხმამაღლა დეკლარირებული გაქვს არასაარჩევნო მიზნებისთვის საქველმოქმედო ფონდის შექმნა.
აპელირება იმაზე, რომ ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის ფონზე, ქვეყანას სჭირდება იმგვარი პოლიტიკირი ძალა, რომელიც გარანტი გახდება სტაბილურობისა და რომლის თავშიც ქალბატონი ხათუნა მოიაზრებს მის ლიდერს - პაატა ბურჭულაძეს, ვფიქრობ, ეს ცალკე კომენტარის საგანი უნდა გახდეს“,- განაცხადა ლორთქიფანიძემ გადაცემა „პრიორიტეტში".