„ირაკლი ოქრუაშვილმა წართმეული ქონება დაიბრუნა!"- ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ავრცელებს.
„ეს ამბავი დღეს გავიგე. განცხადებების ჩაბარების დღე მქონდა - დავიწყე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოთი. მივედი, მაგრამ სააგენტო იქ აღარ დამხვდა, კრწანისში გადაუტანიათ და წითელი აგურით ნაშენები შენობა ირაკლი ოქრუაშვილისთვის დაუბრუნებიათ. ახლა სააგენტოს ბანერების ნაცვლად ამ შენობაზე კონკრეტული ტელეფონის ნომერია მითითებული. შენობა იყიდება თუ ქირავდება, არ მიმიქცევია ყურადღება - წითელ ბანერზე ნომერთან ერთად მგონი ინგლისური წარწერა აქვს.
იქიდან ეროვნული მუზეუმის კანცელარიაში წავედი. მუზეუმიდან საკრებულოს კანცელარიაში გადავინაცვლე. სააგენტოსა და მუზეუმში ჩაბარებული განცხადებების პასუხს, რომ მივიღებ, უსათუოდ გაცნობებთ, აქაც და ჩემს გადაცემაშიც. მუზეუმიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე, სააგენტოს კონკრეტული განცხადებით მივმართე. რაც შეეხება საკრებულოს - პასუხის მიღების შემდეგ განცხადების შინაარსზეც და რეაგირებაზეც უსათუოდ გაცნობებთ. ამჯერად აღარ გადაგღლით განცხადებების შინაარსის დემონსტრირებით. იმედია დღევანდელი ანგარიში ჩაბარებულად ჩამეთვლება."