logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ვამაყობ ჰაუპტვახტებისა და სპეცუბნების გაუქმებით!
- +

4 მაისი. 2016. 23:46


რაც ამ ერთი წლის განმავლობაში გავაკეთე და, რითაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვიამაყებ, არის ჰაუპტვახტებისა და სპეცუბნების გაუქმება", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გადაცემა 2030-ში.


თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ჰაუპტვახტები  ქართულ ჯარში დარჩენილი საბჭოთა გადმონაშთი იყო, რომელიც დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია.


ეს არის ადგილი, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით, შეგიძლიათ ადამიანი ისე დაამწყვდიოთ, რომ ამის შესახებ ვერასოდეს ვერავინ გაიგოს - ვერც ოჯახის წევრებმა და ვერც ადვოკატებმა. ადამიანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცვის უფლებით და ეს დამოკიდებული არ უნდა იყოს ვინმეს კეთილ ნებაზე."-  განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


თინა ხიდაშელი მინისტრობის  ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად სპეცუბნების გაუქმებას მიიჩნევს.


ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, როცა სამინისტროში მივედი, პირველ საჯარო განცხადებაში ვთქვი, რომ სპეცუბნების გასაუქმებლად ყველაფერს გავაკეთებდი, რათა დაგვენგრია ის წარმოდგენები, რაც მასთან დაკავშირებით არსებობდა. ჩვენ ვთქვით, რომ ჯარი იმ ყველაფრისგან განყენებულად უნდა იდგეს, რამაც შესაძლოა, მისი სახელით სპეკულაცია ან მისი რამე ტიპის პოლიტიკურ სპეკულაციაში ჩართვა გამოიწვიოს", -განაცხადა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას თინა ხიდაშელმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner