logo_geo
eng_logo
ხორავას ქუჩის საქმეზე შსს-ში მოწმეთა გამოკითხვის პროცესი მიმდინარეობს
- +

4 ივნისი. 2018. 13:50

 

 

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმეთა გამოკითხვის პროცესი განახლდა. უწყებაში გამოკითხვაზე თანმხლებ პირებთან ერთად უკვე გამოცხადდა სამი არასრულწლოვანი.

 

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ. ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ. ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner