ორგანიზაცია „ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებლის, ლალი მოროშკინას თქმით, ხელისუფლებას ზოგადად სუსტი ოპონირება შეუძლია გარკვეულ საკითხებში. თუმცა, როგოც მოროშინამ გადაცემა „პრიორიტეტში" აღნიშნა, ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გუშინდელი ეთერი გადაცემა „არჩევნაში" ძალიან მაღალი სტანდარტების იყო.
მოროშკინამ რამდენიმე მოქმედი მინისტრი გამოყო, რომლებიც მისი აზრით, აუგის თქმას არ იმსახურებენ.
„დავინახე, როგორ შეიძლება მოწოდების სიმაღლეზე იდგეს მინისტრი, სიმართლეს ამტკიცებდეს. როდესაც გამოდიან მინისტრები და ვერ გაიგებ რისი თქმა უნდათ, ვის იცავენ... ეს ყველას არ ეხება. მე შემიძლია ჩამოვთვალო, თუ ვის არ ეხება- გიორგი კვირიკაშვილს არ ეხება, კახიშვილს, კალაძეს არ ეხება.
შენ თუ არ მოგწონს, რასაც მე ვამბობ, ეთერიდან არ უნდა გამთიშო. ეს არის ჟურნალისტიკისთვის დაუწერელი კანონი. იმედს ვიტოვებ, რომ ეს იყო ტექნიკური წუნი.
მუდმივად ვამბობდით, რომ ნებისმიერი ტრიბუნა უნდა იყოს გამოყენებული. გუშინ ქუმსიშვილს ნამდვილად რევოლუციური გამოსვლა ჰქონდა."- განაცხადა მოროშინამ.