„ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი სამიზნეა!"- განაცხადა ორგანიზაცია „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელმა ლალი მოროშკინამ გადაცემა „პრიორიტეტში" „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საუბრისას.
მოროშკინას თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ივანიშვილს მათ დამმარცხებლად მიიჩნევენ...
„ის არის მათთვის როგორც ხატი ყველაფერი ცუდისა რაც მათ თავს მოხდა, როგორც დამმარცხებელი. შესაბამისად, ისინი ამ ერთ ადამიანს ებრძვიან და ჰგონიათ, რომ თუ ისინი გამოიყვანენ რამენაირად ბიძინა ივანიშვილს მდგომარეობიდან, ჩაალაგებს ტანსაცმელს და წავა, საქართველო მათ საჯიჯგნად დარჩებათ!
მე ღრმად მწამს, რომ ბიძინა ივანშვილი, როგორც რიგითი მოქალაქე, ამას არ გააკეთებს."- განაცხადა მოროშკინამ.