logo_geo
eng_logo
გურამ გირგვლიანი: ჩემი სანდროს ბიჭები ზაზა სარალიძესთან მივიდნენ, მაგრამ... კინაღამ გამოშტერდნენ!
- +

4 ივნისი. 2018. 18:01

 

 

„რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ ზაზა სარალიძეს და ვიზიარებ მის მწუხარებას! კაცი არის გამწარებული და აბსოლუტურად მართალია ყველაფერში, მაგრამ მკვლელებს გვერდში ნუ დაიყენებს!“ - ამის შესახებ მოკლული სანდრო გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმა „ასავალ-დასავალთან“ საუბარში განაცხადა და ის მიზეზები განმარტა, რის გამოც, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე აქციებზე არ მივიდა.

 

„პირველ დღეს, როცა ეს მიტინგი დაიწყო, ჩემი სანდროს ბიჭები, ჩემი შვილის ძმაკაცები, ზაზა სარალიძესთან მივიდნენ, მაგრამ ზვიად კუპრავა, ნანუკა ჟორჟოლიანი, კირკიტაძეები და მთელი სანაცეთი იქ რომ დაინახეს, კინაღამ გამოშტერდნენ და თქვეს - მკვლელებთან ვერ დავდგებითო! სწორედ ამის გამო არ მივედი იმ აქციაზე მეც... მე რომ ზაზა სარალიძის აქციაზე მივიდე და „ნაციონალები“ დავინახო, ხომ იცით, რაც დამემართება? ამიტომაც არ მივდივარ! ძალიანაც რომ მოვინდომო, თავს ვერ შევიკავებ... ვერც ბიჭები შეიკავებენ თავს...

 

რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ ზაზა სარალიძეს და ვიზიარებ მის მწუხარებას! კაცი არის გამწარებული და აბსოლუტურად მართალია ყველაფერში, მაგრამ მკვლელებს გვერდში ნუ დაიყენებს!

 

ზაზა სარალიძეს ზვიად კუპრავა და „ნაციონალი“ მკვლელები გვერდით რომ არ დაეყენებინა, აქციაზე ათჯერ მეტი ხალხი მივიდოდა!“ - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner