logo_geo
eng_logo
მარიამ კუბლაშვილი: მე მჯერა პრემიერ-მინისტრის
- +

4 ივნისი. 2018. 18:23

 

 

გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამისა და ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 

მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, პრემიერისგან მიიღეს დაპირება, რომ საქმის დეტალებს უშუალოდ კიდევ ერთხელ შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოხდება.

 

 

„მე არ მინდა, იგივე მოხდეს, რაც მთავარი პროკურორიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა. მე პირადად მჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი ამას გააკეთებს, პირადად მჯერა პრემიერ-მინისტრის. ვიცი, პრემიერ-მინისტრი იმას მოახერხებს, რომ ჩვენ დავინახავთ სამართალს. ამისი მჯერა, არ ვიცი რატომ, ეს იყო მისი სიტყვა და ვიცი, რომ გააკეთებს“,-აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner