ფეისბუქის წევრი თიკო თვალაძე სოციალურ ქელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„ტაშფანდურა ლიბერალებს მინდა მივმართო, რო ვერ გაუგიათ "რა პონტში" დაიბადნენ ამ "ტეხავს" ქვეყანაში.
მორწმუნე პრემიერი ეკლესიაში რომ იჩოქებს ნორმალურია - პრეზიდენტი რომ მახათას მთაზე კაიფში ადის და აქაიქ ფორთხავს - არა, ცოლი რომ ქმრის აზრს ითვალისწინებს ნორმალურია, ქმარი რომ ქმრის აზრს - არა, შვილების მკვლელების დასჯას როდესაც ითხოვენ მშობლები ნორმალურია, მკვლელები როდესაც ითხოვენ გაუბედურებული ოჯახის წევრების დასჯას - არა, სასაფლაოზე ჭირისუფალი რომ მიცვალებულს დალოცავს ნორმალურია, "სამართალდამცავი" ასევე სასაფლაოზე წამებით რომ მოგკლავს - არა, ბოტანიკურს 25 მილიონს რო დაახარჯავ ნორმალურია, პრეზიდენტობისას ადამიანს რომ შეეკითხები აირჩიე ბათუმის ბოტანიკური გინდა თუ თბილისისო - არა, სახელმწიფო საზღვრებს რომ იცავს (მათდა სამწუხაროდ არააგრესიულად) ხელისუფლება ნორმალურია, 150 სოფლის და კოდორის დაკარგვა - არა, 1 ხის გადარგვა "ჯანდაბიდან" დენდროპარკში ნორმალურია, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ოფშორში 1 ლარად გასხვისება - არა, საარჩევნო სიებზეც მინდოდა რაღაცის თქმა და თარხნიშვილი ვერაფერში ვერ ჩავატიე."