logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: რუსულ პოლიტიკას სააკაშვილისნაირი ჯამბაზები არ სჭირდება
- +

5 ივნისი. 2018. 11:23

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსულ პოლიტიკურ სარბიელს სააკაშვილისნაირი ჯამბაზები არ სჭირდება.

 

რუსეთის პრეზიდენტმა კითხვაზე, რატომ არ მიეცა ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობას ასეთი პოლიტიკოსები არ აინტერესებს.

 

„ჩვენ არ გვსურს, რომ კიდევ ერთი, მეორე, მესამე ან მეხუთე სააკაშვილი შემოგვტენონ, არ გვსურს, რომ რუსულ პოლიტიკურ სცენაზე მეორე, მესამე და მეოთხე გამოცემის სააკაშვილები გამოჩნდნენ. თქვენ მოგწონთ ასეთი თითქოსდა პოლიტიკური მოღვაწეები? რუსეთს სჭირდება ადამიანები, რომლებსაც პოზიტიური დღის წესრიგი აქვთ, რომლებიც არა მხოლოდ პრობლემებზე საუბრობენ, არამედ მათი გადაჭრის გზების შემოთავაზებაც შეუძლიათ. თუ ადამიანი მხოლოდ პრობლემაზე საუბრობს და მისი საშუალებით საკუთარი რეიტინგის გაზრდა სურს, ხალხს ასეთი პოლიტიკოსები არ აინტერესებს“, - განაცხადა პუტინმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ადამიანებს რატომ არ მიეცათ საშუალება, ალექსეი ნავალნისადმი საკუთარი დამოკიდებულება არჩევნებზე გამოეხატათ, პუტინმა განაცხადა, რომ ამომრჩევლებს პოლიტიკოსების გაცნობა ინტერნეტშიც შეუძლიათ.

 

„ინტერნეტი არავის დაუხურავს. მასმედია თავისუფალია. ადამიანებს შეუძლიათ გამოვიდნენ ქუჩაში და საკუთარი თავი წარმოადგინონ. თუ რომელიმე მოღვაწე დააგროვებს პოლიტიკურ წონას, ის ხდება ფიგურა, რომელთანაც ხელისუფლებამ დიალოგი უნდა აწარმოოს და შეთანხმებას მიაღწიოს. მაგრამ თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას 1, 2 ან 3%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაზეა მაშინ საუბარი? კი ბატონო, ინებეთ მაშინ სააკაშვილი. რაში გვჭირდება ჩვენ ასეთი ჯამბაზები?“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner