გვატემალაში ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა.
ჯერჯერობით მხოლოდ 17 ცხედრის ამოცნობა მოხერხდა, იმის გამო, რომ ლავამ და ვულკანურმა ფერფლმა გარდაცვლილების თითის ანაბეჭდები ამოუცნობი გახადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ცხედრების ამოსაცნობად დნმ-ის ანალიზის ჩატარება გახდება საჭირო.
თვითმხილველები მედიასთან ჰყვებიან, რომ ვულკანურმა ფერფლმა გარდაცვლილები ქანდაკების მსგავს ფიგურებად აქცია. მაშველებს ცხედრების ამოყვანა ვულკანური ფერფლით დაფარული სახლების სახურავებიდან მოუწიათ.
სტიქიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ამ ეტაპზე 46-ს შეადგენს, ევაკუირებულია 3 ათასი ადამიანი. დროებით თავშესაფრებში 1,68 ათასი ადამიანი იმყოფება.