2007 წლის 24 აგვისტოს, პანკრეასის თავის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა მოკლული სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე, შვილის გარდაცვალებიდან ერთი წლისა და 8 თვის თავზე.
„ასავალ-დასავალის“ კითხვაზე, ხომ არ ერია ირინა ენუქიძის გარდაცვალებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელი, სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი პასუხობს:
„შესაძლოა, იმ არანორმალურმა სტრესმა გამოიწვია ყველაფერი, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა, რომელიც მკვლელებით იყო დაკომპლექტებული, „იმუშავეს“, რათა ირინას ავადმყოფობა სწორედ იმ მიმართულებით განვითარებულიყო და უკურნებელ სენად ჩამოყალიბებულიყო!“ - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.