logo_geo
eng_logo
სოფელ ხურვალეთის მცხოვრები, რომელიც ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს, ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს
- +

5 ივნისი. 2018. 15:32

 

ე.წ. მესაზღვრეების მიერ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ხურვალეთის მცხოვრები, 58 წლის თეიმურაზ დუდაშვილი ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, დაკავებიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, მანქანა, რომელშიც შეიარაღებულმა პირებმა დუდაშვილი ჩასვეს, გამყოფი ხაზის სიახლოვეს იყო გაჩერებული, ცოტა ხნის წინ კი, აღნიშნული ავტომობილი ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გაემართა.

 

დღესვე საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner