logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: სააკაშვილის ნეონაცისტურ რეჟიმს ქართველი ხალხისთვის არაერთხელ მოუწყვია „გრძელი დანების ღამე“...
- +

5 ივნისი. 2018. 17:31

 

 

„1934 წლის 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გერმანიაში ჰიტლერის ფაშისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული სისხლიანი რეპრესია, რომელსაც ოთხმოცზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ისტორიაში „გრძელი დანების ღამის“ სახელით არის შესული, ხოლო იმას, რაც 2018 წლის 31 მაისის ღამეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ხდებოდა, შეგვიძლია, „მოკლე დანების ღამე“ ვუწოდოთ“, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

 

 

„სააკაშვილის ნეონაცისტურ რეჟიმს, რომელსაც საკუთარი „ესესიც“ ჰყავდა და „გესტაპოც“, ქართველი ხალხისთვის არაერთხელ მოუწყვია „გრძელი დანების ღამე“, ხოლო 2018 წლის 31 მაისს სააკაშვილის ნეონაცისტური რეჟიმის ნარჩენებმა, რომლებიც გაუბედურებული მამის, ზაზა სარალიძის ტრაგედიას ამოეფარნენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „მოკლე დანების ღამე“ მოუწყვეს, რომელიც, საბედნიეროდ, მსხვერპლისა და სისხლის გარეშე დამთავრდა.

 

საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთი გზა დარჩენია - ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია სრულყოფილად გამოიძიოს, ყველა დამნაშავე დასაჯოს, მოკლული მოზარდის ოჯახს სამართალი აპოვნინოს და ქართველ ხალხსაც უსამართლობის განცდა გაუქარწყლოს“, - წერს ხუბუა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner