logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: სააკაშვილი ისევ გადატრიალებისთვის ემზადება!
- +

5 ივნისი. 2018. 18:09

 

ექსპერტი ვახტანგ მაისაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამართულ აქციებს გამოეხმაურა.

 

როგორც მაისაიამ აღნიშნა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში გადატრიალების მოწყობისთვის ემზადება.

 

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე აქციებმა გვიჩვენა, რომ სააკაშვილის მიერ ჰოლანდიაში გამართული თათბირი, სადაც ორკაციანი პარტიების ლიდერები მიიწვიეს, სინამდვილეში იყო ბლეფი და სააკაშვილი არა არჩევნებისთვის, არამედ ისევ და ისევ გადატრიალებისთვის ემზადება! ყველაფერი იმ ბავშვებისა და მათი ოჯახების სინდისზე იყო, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, ხორავას ქუჩაზე სინამდვილეში რაც მოხდა, მაგრამ პირი აქვთ შეკრული და ხმას არ იღებენ!“ - განაცხადა მაისაიამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner