„ტყვინნაღრძობო კაცთმოძულენო, დარსალიებო თუ სარსალიებო, ბუღაძეებო თუ ტურიანთებო, საიდან ასკვნით და რატომ ტენით ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ჰომოფობობას?" - წერს მოძრაობა „ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი „facebook"-გვერდზე.
„თქვე ტყვინნაღრძობო კაცთმოძულენო, დარსალიებო თუ სარსალიებო, ბუღაძეებო თუ ტურიანთებო, საიდან ასკვნით და რატომ ტენით ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ჰომოფობობას?.. რად გესიზმრებათ კოშმარი და რა გრჯით, ჯანსაღი საზოგადოება გამოგონილი შეფასებებით შეამკოთ?.. ფულისთვის აკეთებთ ამას, თქვე ფულის მონებო, ქვეყნის მტრებო, ქართული ღირებულებების მოძულენო, უგვანნო, აღზრდით გადაგვარებულნო, თორემ, ჰომოფობია, ხომ უმცირესობისადმი შიშს, იგივე მოძულეობას ნიშნავს?.. პროფილურად დამახასიათებელ თანაცხოვრებიდან გადახრილი ნაწილის დევნას?.. საიდან იგონებთ?.. რაში გვაინტერესებს, ვინ პედერასტია, ვინ ლესბოსელი, ვინ ჰომოსექსუალი?.. ჩვენ არ გვეშინია მათი და რატომ ჰყოფთ კასტებად ამ ადამიანებს, რას ერჩით მათ, რა დაგიშავათ?.. მაგრამ, თქვენ გაქვთ მათ მიმართ „სარფიანი" შიში: თუ უსაფუძვლოდ არ გამოექომაგებით, უფულობისგან კუჭი აგიწრიალდებათ, „პოპულარული" ვერ გახდებით; მიმიფურთხებია ასეთი უზნეო სიმაძღრისთვის და პოპულარობისთვის; ჩვენთვის ადამიანი ადამიანია, ჩვენ, მას, ისეთს ვიღებთ, როგორიც სინამდვილეში არის, არ გვაინტერესებს მისი პირადი ყოფა თუ ფიზიკური მიდრეკილებანი, ხოლო თქვენ, თქვე უჯიშოებო, რატომ იქექებით მათ სულში?! რატომ გამოყოფთ მათ კეთროვანებივით და, მერე ჩვენკენ იშვერთ ხელს, თითქოსდა ვინმე ვინმეს ავიწროებდეს, ვინმეს ვინმე სძულდეს?.. არა, არა, თქვე გონებითა და სულით გადაგვარებულნო, ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და, ადამიანი გვიყვარს, როგორც ღვთის შვილი, როგორც ხატი მსგავსი უფლისა და - როგორც ჩვენი მოყვასი... სხვა რამ ადამიანში არ გვაინტერესებს, გარდა ადამიანობისა, არ გესმით, თქვე ზნეობისა და სინდისის წურბელებო?!..
ხმა ჩაიკმიდეთ, უკვე ყელში ამოხვედით!.." - წერს მერაბ შათირიშვილი.