logo_geo
eng_logo
გიორგი კვესიტაძე: მიუღებელია აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ასაკობრივი ცენზის დაწესება!
- +

5 მაისი. 2016. 02:37


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი განიხილეს. აკადემიკოსები კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმებიან. მათი თქმით, პროექტი აკადემიასთან შეთანხმებული არ ყოფილა. კანონპროექტის ავტორი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძეა.



აკადემიის წევრები არ ეთანხმებიან ცვლილებების პროექტის იმ მუხლებს, რომელთა თანახმადაც  აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება დაინიშნოს ის, რომლის ასაკიც 70 წელს აჭარაბებს. აკადემიის წევრები ასევე არ ეთანხმებიან ამავე პროექტით გათვალისწინებულ მუხლს, რომლის მიხედვითაც აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტს სტიპენდიანტთა ინსტიტუტი ჩაანაცვლებს. სტიპენდიანტებს კი 5 წლის ვადით აირჩევენ.



ჟურნალსიტებთან კომენტარი გააკეთა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ.



ჩვენზე პატარა ეროვნული აკადემია არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას არ აქვს. მათგან 70 აკადემიკოსია, 40 წევრ-კორესპონდენტი. ვანო კიღურაძე გვთავაზობს, რომ წევრ-კორესპონდენტები გადავიყვანოთ მილევად რეჟიმში, მათ ნაცვლად კი ავიყვანოთ სტიპენდიანტები. საქმე იმაშია, რომ ეს იწვევს აკადემიის წევრების შემცირებას, 110-ის ნაცვლად გვეყოლება 70. ეს პრინციპულად მიუღებელია. სტიპენდიანტი კი აკადემიის წევრად ვერ ჩაითვლება", - განაცხადა კვესიტაძემ.



რაც შეეხება აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დასანიშნი პირებისთვის ასაკობრივი ცენზის დაწესებას, გიორგი კვესიტაძე ამას ასაკობრივ დისკრიმინაციას უწოდებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner