აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაახლოებით 30 წლიანი პაუზის შემდეგ ქობულეთში მეაბრეშუმეობის პროგრამა დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პროგრამის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აბრეშუმის პარკის გამოკვება, რომელიც აღჭურვილი იქნა, თუთის ტოტებიდან ფოთლის გამცლელი მოწყობილობით, ფოთოლსაჭრელი მანქანით, გამოსაკვები თაროებით და ძაფის ამოსახვევი მოწყობილობით.
ასევე, გვარას სადემონსტრაციო ნაკვეთში 0,2 ჰა-ზე გაშენებულია 130 ძირი თუთის მაღალმოსავლიანი ჯიშები, მოეწყო თუთის სანერგე. შემდგომი გაფართოების მიზნით შემუშავდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მეაბრეშუმეობაში ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირებას და აბრეშუმის პარკის წარმოების თანამედროვე მეთოდების, ტექნოლოგიური პროცესების ფერმერებზე გაცნობას.
მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სამომავლოდ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის ჩატარება იგეგმება აჭარაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, 21 ქვეყნის 50-დე მეცნიერი.