logo_geo
eng_logo
ზაზა სარალიძე: პრემიერ-მინისტრი, როგორც ადამიანი, მომწონს...
- +

5 ივნისი. 2018. 21:37

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ ზაზა სარალიძემ პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. როგორც სარალიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილის მიმართ დადებითადაა განწყობილი.

 

„პრემიერ-მინისტრისთვის მე კონკრეტული პირობა, გინდა თუ არა გადადექი, არ წამიყენებია, რადგან პიროვნული ზიზღი არავისთან მაქვს. პირიქით, სიმართლე გითხრათ, პრემიერ-მინისტრი, როგორც ადამიანი, მომწონს და როგორც თანამდებობის პირი რამდენად შეეფერება, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, რადგან პოლიტიკა ჩემი მოწოდება არ არის. მე პოლიტიკისგან აბსოლუტურად გამიჯნული ვარ, გინდ პოზიცია იყოს, გინდ ოპოზიცია“, - განაცხადა სარალიძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner