logo_geo
eng_logo
ირაკლი ჟორდანია: პრეცედენტი, რომ აკადემიის პრეზიდენტის ასაკი იყოს შეზღუდული, მე არსად მინახავს!
- +

5 მაისი. 2016. 02:49


„მსგავსი პრეცედენტი, რომ აკადემიის პრეზიდენტის ასაკი იყოს შემოფარგლული, მე არსად მინახავს", - ამის შესახებ  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთავარმა აკადემისკოსმა ირაკლი ჟორდანიამ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

 

 

ჟორდანია ასევე არ ეთანხმება აკადემიის წევრ-კორესპონდენტებთა ინსტიტუტის გაუქმებას.

 

„თუ პირი აირჩიეს წევრ-კორესპონდენტად, ის იქნება სიცოცხლის ბოლომდე აკადემიის შემადგენლობაში. ახლა საუბარია სტიპენდიანტის ინსტიტუტის შემოღებაზე. გავა 5 წელი, სტიპენდიანტი 5 წლის განმავლობაში მიიღებს სტიპენდიას და ვთქვათ მერე იქნება უარყოფითი შეფასება. რა უნდა ქნას ამ დროს, მიატოვოს აკადემია და წავიდეს? ამით ის მიიღებს საშინელ მორალურ ტრავმას და ამავე დროს მატერიალურადაც ზარალდება, ამიტომ ამ კანონპროექტზე მუშაობისას საჭიროა სერიოზული დაფიქრება", - განაცხადა ჟორდანიამ.

 

 

ცნობისთვის, აკადემიის წევრებთა უმრავლესობა არ ეთანხმება კანონის ცვლილებების პროექტის იმ მუხლებს, რომელთა თანახმადაც  აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება დაინიშნოს ის, რომლის ასაკიც 70 წელს აჭარაბებს. აკადემიის წევრები ასევე არ ეთანხმებიან ამავე პროექტით გათვალისწინებულ მუხლს, რომლის მიხედვითაც აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტს სტიპენდიანტთა ინსტიტუტი ჩაანაცვლებს. სტიპენდიანტებს კი 5 წლის ვადით აირჩევენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner