logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ტატუნაშვილის საქმეს დაემატა წამების კვალიფიკაცია
- +

6 ივნისი. 2018. 13:48

„როგორც მოგეხსენებათ, ტატუნაშვილი საქმესთან დაკავშირებით, დასკვნა მივიღეთ. ამ დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩილ ტატუნაშვილს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, ანუ, ფაქტობრივად,  ცხედარს აღენიშნება წამების კვალი“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა და აქვე დასძინა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეს დაემატა წამების კვალიფიკაცია.

 

„შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით, დაემატა უკვე წამების კვალიფიკაცია. ამ კუთხითაც აქტიურად იმუშავებს გამოძიება. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც კი ახალი გარემოებები გამოვლინდა, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ დამატებითი კვალიფიკაცია დაგვემატებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ასევე, ინტენსიურად ვმუშაობთ  ოჯახის წევრებთან“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner