არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი გამოძიების ობიექტურობაში დარწმუნებულია. მისი თქმით, ყველა კითხვაზე ამ ეტაპზე პასუხი მიიღო.
„მაინტერესებდა ცხვირზე და შუბლზე რა დაზიანებებიც იყო, ის რატომ არ იყო ჩაწერილი დასკვნაში. როგორც მითხრეს ეს დაზიანებები არ იყო მიყენებული სიცოცხლის დროს. როგორც მითხრეს გადაკვალიფიცირდა საქმე წამების მუხლით. შსს თავიდან როგორც დამპირდა რომ გვერდში დამიდგებოდა, ყველანაირად მიდგას გვერდში. გამოძიების ობიექტურობაში რაც მთავარია ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა.