ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლადო პაპავა არ ეთანხმება ივანე კიღურაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტი სტიპენდიანტთა ინსტიტუტმა უნდა ჩაანაცვლოს.
„სტიპენდიის შემოღება აკადემიაში რატომაა ცუდი? რატომაა ცუდი ახალგაზრდა მეცნიერს მიეცეს სტიპენდია, მაგრამ ცუდია, თუ ეს ანაცვლებს წევრ-კორესპონდენტის ინსტიტუტს. ეს სხვადასხვა რამეა. მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ორივე. ერთი მეორეს ხელს ხომ არ უშლის?! მინდა ვთხოვო ბატონ კიღურაძეს, რომ შენარჩუნებული იყოს ეს ინსტიტუტი და პარალელურად არსებობდეს სტიპენდია", - განაცხადა პაპავამ აკადემიკოსთა შეხვედრაზე მეცნიერებათა აკადემიაში.