logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: ზაზა სარალიძე იქცა იმ სისხლიანი ძალის მძევლად, რომელსაც ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა სურს!
- +

6 ივნისი. 2018. 14:49

 

ექსპერტი ვახტანგ მაისაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებსა და მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.

 

„ძალებს, რომლებიც სინამდვილეში ამ მიტინგების უკან იდგნენ, არ ანაღვლებთ შვილმკვდარი მამის ბედი და მათი მიზანია სისხლისღვრა. გულწრფელად ვიზიარებ როგორც ზაზა სარალიძის, ისე ლევან დადუნაშვილის მწუხარებას, მაგრამ ყოვლად აღმაშფოთებელია ის ორმაგი სტანდარტი და ბინძური ცილისწამება, რომლითაც ნამუსგარეცხილმა ადამიანებმა დავით დადუნაშვილი შეურაცხყვეს! არ შეიძლება, ერთ შვილმკვდარ მამას ვითომდა სოლიდარობას უცხადებდე და მეორის წინააღმდეგ უბინძურეს პიარს აგორებდე! თუმცა, ამ ბინძური პიარის უკან სწორედ ბინძური ადამიანები დგანან და მათგან არაფერი მიკვირს! აშკარაა, რომ ბატონი ზაზა სარალიძე იქცა იმ სისხლიანი და უაღრესად საშიში კრიმინალური ძალის მძევლად, რომელსაც ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა სურს!

 

ყოველ შემთხვევაში, ზაზა სარალიძემ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა და პირიქით, მას სხვები აკონტროლებდნენ.

 

ადამიანები, რომლებმაც სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ზურაბ ვაზაგაშვილი, გიორგი გამცემლიძე, დათო ცინდელიანი, როინ შავაძე, აჭარელი ბიჭები და ასზე მეტი ახალგაზრდა ქუჩაში დახვრიტეს, ჩემთვის ისეთივე მტრები არიან, როგორც ოკუპანტი პუტინი!“ - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner