logo_geo
eng_logo
მინდია სალუქვაძე მეცნიერებათა აკადემიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმება
- +

5 მაისი. 2016. 02:52


აკადემიკოსი მინდია სალუქვაძე აცხადებს, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის ასაკობრივი ცენზი არ უნდა იყოს დაწესებული.

 

 

„ასეთი პრაქტიკა არ არსებობს არსად, არც საბჭოთა კავშირის არცერთ ქვეყანაში. რაღა მაინცდამაინც ჩვენ დავწეროთ ეს კანონში?", - განაცხადა აკადემიკოსმა. მისი თქმით, ასევე მიუღებელია მუხლი, რომლის მიხედვითაც აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტს სტიპენდიანტთა ინსტიტუტი ჩაანაცვლებს.

 

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი განიხილეს. აკადემიის წევრები არ ეთანხმებიან ცვლილებების პროექტის იმ მუხლებს, რომელთა თანახმადაც  აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება დაინიშნოს ის, რომლის ასაკიც 70 წელს აჭარაბებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner